ფეხბურთი

11:10 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის განაჩენი ცნობილია

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანის ლიონელ მესის განაჩენი ცნობილია. კოპა ამერიკაზე მიღებული წითელი ბარათის გამო „ბარსელონას“ ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო მსაჯებისა და ორგანიზატორების კრიტიკისთვის ჯარიმის სახით 1500 დოლარი დაეკისრა.

შეგახსენებთ, მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში მესი მოედნიდან გააძევეს. მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელმა კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა, მსაჯები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყველაფერი ბრაზილიის გასაჩემპიონებლად კეთდება.

აქვე გეტყვით, რომ არგენტინელი დისკვალიფიკაციის გამო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებს.

0.11881