ფეხბურთი

10:17 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიქელთაძე: „ბევრისთვის მოულონდელია ასეთი დასაწყისი, მაგრამ „რუბინი“ ძალიან კარგი გუნდია“

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ, რომელიც მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრის გმირი გახდა, რუსულ მედიასთან ისაუბრა. 21 წლის ფეხბურთელმა სეზონის სასტარტო ნაწილი შეაფასა და უახლოესი მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ალბათ ბევრი არ ელოდებოდა ჩვენგან წარმატებულ სტარტს და ასეთ შედეგებს. როდესაც ნაკლები მოლოდინია, უფრო ადვილია ეს მოლოდინი დაძლიო. ვფიქრობ, რომ „რუბინში“ ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა. აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, გვაქვს ძალა და გამარჯვების დიდი სურვილი. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით და ჯერჯერობით შედეგსაც მივაღწიეთ.

„ახმატთან“ მატჩი? რა თქმა უნდა, მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ მიზანს და იმედია ასეც იქნება. ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა ყაზანში ვითამაშებთ და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ უნდა გავიმარჯვოთ. როდესაც სახლში თამაშობ, მხოლოდ პოზიტიურ შედეგზე უნდა იფიქრო“, - განაცხადა მიქელთაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუბინს“ პრემიერლიგის ორ ტურში ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე ქართველების ანგარიშზეა. მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ (1:1) ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო იმავე მოსკოვში, ოღონდ „დინამოსთან“ გამარჯვების გოლის ავტორი სწორედ მიქელთაძე გახდა. „რუბინისა“ და „ახმატის“ შეხვედრა კი 29 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113659