ჩოგბურთი

0:07 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ მხოლოდ 1 გეიმი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ პალერმოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) საწყის წრეშივე გამოეთიშა, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

საქმე ის გახლავთ, რომ გორგოძე პირველივე რაუნდში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს გადაეყარა და მხოლოდ 1 გეიმის აღება მოახერხა – 0:6, 1:6.
ეკო ძალებს წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს, სადაც მისი პარტნიორი არანჩა რუსი იქნება. ქართველი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელები ინდოელ პრარტანა ტომბარესა და ჰოლანდიელ ევა ვაკანოს ეთამაშებიან.

0.121202