ჭიდაობა

23:10 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულეს

ბაქოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოჭიდავეთა ასპარეზობები დასრულდა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, ისევე როგორც წინა დღეებში, მედლები დასკვნით დღესაც მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) იყოჩაღა, ბერძენ-რომაელებიდან კი - ნუკრი ბენიძემ (51 კგ). მათი მონაგარი ბრინჯაოს მედლებია.

ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ). მეორე დღეს თავისუფლებიდან ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა გუგეშაშვილმა (48 კგ) და დავით აბდალაძე (60 კგ), ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით ასეთივე შედეგები ჰქონდათ ხვიჩააბულაძესა (48 კგ) და ნიკა ბროლაძეს (60 კგ).

შედეგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ორ-ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ასეთივე შედეგი აღმოაჩნდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდსაც.

www.geonoc.org.ge

0.066518