ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე “ბალტიკ ოუფენზე” (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) წარმატებული სტარტი აიღო.
კალაშნიკოვა ტრადიციულად მხოლოდ წყვილთა შეჯიბრში ასპარეზობს. ოქსანა და იაპონელი ენა შიბაჰარა ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებნენ და რუმინელ ანა ბოგდანსა და ბულგარელ ისაბელა შინიკოვას 6:2, 6:2 სძლიეს.
ამგვარად, კალაშნიკოვა და შიბაჰარა მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც კანადელ შერონ ფიჩმანსა და სერბ ნინა სტოიანოვიჩს გაეჯიბრებიან.