ფეხბურთი

19:50 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ბეილმა" "ბაიერნთან" თამაშზე უარი თვითონ თქვა"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილის შესახებ ისევ საუბრობს. ორიოდ დღის წინ ფრანგმა განაცხადა, რომ რაც მალე დატოვებდა „რეალს“ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა.

ამჯერად კი „ზიზუს“ ხსენებული კომენტარის განმარტება მოუწია:

„არავის მიმართ არასდროს პატივისცემის ნაკლებობა არ გამომიჩენია. ბეილმა „ბაიერნის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლა თავად არ მოინდომა. მხოლოდ ის ვთქვი, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს, მეტი არაფერი. ამით არაფერი შეცვლილა.

ბეილი „რეალის“ ფეხბურთელია, დღეს ჩვეულებრივ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ვნახოთ რა მოხდება მომავალში. ოპერაციის შესახებ მეტი არაფერი ვიცი“, - თქვა ზიდანმა.

0.116906