თბილისის „საბურთალო“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლებს.
როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამ დროისთვის 7 592 ბილეთია გაყიდული.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ და „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდება. შეხვედრა კი 21:30 საათზე დაიწყება.