„ლიონის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ნაბილ ფეკირი კარიერას სევილიის „ბეტისში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ფეკირის სანაცვლოდ „ლიონმა“ 20 მილიონი ევრო მიიღო, რასაც სამომავლოდ ბონუსის სახით 10 მილიონი ევროც დაემატება. მხარეებს შორის კი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
26 წლის ფეხბურთელი „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2013 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში ნაბილმა „ლომების“ ღირსება 192 თამაშში დაიცვა და 69 გოლი გაიტანა.