ჩოგბურთი

16:05 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დალაქიშვილმა და დევიძემ იოლად იმარჯვეს

დამაჯერებლად იმარჯვა მარიამ დალაქიშვილმა, რომელიც ტუნისურ ტაბარკაში დაწყებულ 15-ათასიან შეჯიბრში ჩაერთო.

მე-7 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ხორვატი ენა კაიევიჩი 6:2, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში ბრიტანელ პოპესკუსა და ავსტრალიელ სტოიანოვიჩს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
სალომე დევიძემ წარმატებული სტარტი აიღო ევანსვილის (აშშ) 25-ათასიან ტურნირში. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ამერიკელ ისაბელ კუზმანოვას 6:1, 6:2 სძლია და გადამწყვეტ წრეში კიდევ ერთ მასპინძელ ენდი დანიელს გაეჯიბრება.
გერმანულ ჰორბში მიმდინარე კიდევ ერთ 25-ათასიან ტურნირზე მე-8 ნომრადაა განთესილი სოფო შაფათავა, რომელიც საწყის შეხვედრას კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულთან ჩაატარებს.
წყვილთა ტურნირში შაფათავასა და უზბეკ ალბინა ხაბიბულინას პირველი რეიტინგი აქვთ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

0.121469