ჩოგბურთი

14:50 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა დელიენს დამაჯერებლად აჯობა

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 1 885 490 ევრო) შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილი პირველ წრეში ბოლივიელი უგო დელიენს გაეჯიბრა და მართალია, თავისი მოწოდება 2-ჯერ დათმო, 5 ბრეიკი განახორციელა და საერთო ჯამში, უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია – 6:4, 6:3. თამაში მხოლოდ საათსა და 7 წუთს გაგრძელდა და ნიკამ 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ამგვარად, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დაიცვა და ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” 25-ედან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. მერვედფინალში ნიკას მეტოქე არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსა და ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას შორის უმჯობესი იქნება.
ეს მატჩი სტარტს დაახლოებით ნახევარ საათში აიღებს.

0.118007