ფეხბურთი

12:45 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა ბეილის აგენტის კრიტიკას უპასუხა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, გარეთ ბეილის აგენტის, ჯონათან ბარნეთის კრიტიკას უპასუხა. ბარნეთმა ცოტა ხნის წინათ ფრანგი სპეციალისტი ბეილის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა და დაემუქრა, რომ უელსელი კლუბში აღარ დარჩებოდა.

„არავითარი უპატივცემულობა არ ყოფილა. მე ვთქვი, რომ კლუბი მუშაობს ბეილის ტრანსფერზე. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ - ფეხბურთელები გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები არიან. ყოიველთვის მათ მხარეზე ვარ. ბეილმა „ბაიერნთან“ იმიტომ არ ითამაშა, რომ თავად არ მოისურვა. მან გვითხრა, რომ მინდორზე აღარ გავა, რადგან კლუბი მის გაშვებაზე მუშაობს.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ ბეილმა არ ითამაშა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში „ბაიერნის“ წინააღმდეგ. „რეალმა“ 1:3 წააგო.

0.120386