ფეხბურთი

1:55 | 23.07.2019 | ნანახია 875 - ჯერ

"რეალში" პოგბას მისვლა ბეილის წასვლაზეა დამოკიდებული

მადრიდის „რეალი“ ედენ აზარისა და ლუკა იოვიჩის ტრანსფერების შემდეგ გუნდიდან ფეხბურთელების გასხვისებაზე მუშაობს, მაგრამ პარალელურად პოლ პოგბას მიმართ ინტერესს არ მალავს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრანგი სანაცვლოდ თითქმის 200 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ესპანელები იმედოვნებენ, რომ 150 მილიონ ევროდ საქმეს გაჩარხავენ.

მიუხედავად ამისა, არსებობს კიდევ ერთი წინაღობა - პოგბას ხელფასი. პოლი „მანჩესტერში“ 12 მილიონ ევროს იღებს და შესაბამისად, მადრიდშიც იგივე გასამრჯელო სურს.

„რეალი“ კი ამ ხელფასის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, გარეთ ბეილს თუ დრულად გაყიდის, რომელიც სეზონში 14.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:03 | 23.07.2019
Homer (196)

ძალიან მიკვრის მანჩესტერში არსებული ვითარება. კლუბი, რომელიც მუდამ ერთერთი ფავორიტი იყო ნებისმიერ ტურნირზე, რომელიც რეალი რას მსოფლიოში ტოპ 5 ში შედის თავისი ინფრასტრუქტურით, ფინანსებითა თუ ტიტულებით - მხოლოდ იმისთვის იბრძვის, რომ პრემიერ ლიგაში ოთხეულში მოხვდეს. ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელი პოგბა ყავთ და იმასაც ყიდიან. თითქმის არავის ყიდულობენ. არადა იყო დრო, როცა უდიდესი სიამოვნება იყო ამათი თამაშის ყურება. სხვა ყველასა ყველაფერს რომ ხანი გადავუსვათ, ბექჰემი - ნისტელროის დუეტი საოცრება იყო! 2004 წლიდან ბარსას ვგულშემატკივრობ. იქამდე როგორც ნეიტრალურ ქომაგს სწორად იუნაიტედის თამაშის ყურება მსიამოვნებდა.
რაც შეეხება არსებულ თემას... მგონი ორივე გუნდისთვის კარგი იქნება ბარტერი. ფულს დაუმატებენ და ეგაა.აი ბეილი კი უთავმოყვარე კაცი ყოფილა. რა თქმა უნდა , ძალიან დიდ მაყუთზეა საუბარი , არავის მოუნდებოდა მსგავსი ხელფასის დაკარგვა. თუმცა უკვე საკმარისად ბევრი ფული იშოვა. ბევრად ნაკლებს არც ის გუნდი გადაუხდის სადაც ითამაშებს(ეს იქნება ბაიერნი თუ მანჩესტერი) . მაგრად ტეხავს , როცა არ ჭირდები გინდს და არ მიდიხარ. ისედაც ხანმოკლეა ფეხბურთელის კარიერა. რა უნდა იყოს იმაზე გულსატკენი , როცა შენივე გუნდის ფანები გისტვენენ. მალე ყველას დაავიწყდება კიევში გატანილი მაკრეტელა და მხოლოდ ის ემახსოვრებათ თუ როგორი უთავმოყვარეო ადამიანი ყოფილა... ყველაფერი მოიგე, ფულიც იშოვე და წადი რა ... კიდევ აქვს დრო, რომ ტიტულები მოიგოს სხვა გუნდთან ერთად , სხვა ქვეყანაში. მე მაგალითად სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში. მოკლედ, სანამ დროა ჯობს, რომ წავიდეს. ზიდანმაც ისე ილაპარაკა(არაეთიკურად) , რომ მგონი მიდის

09:17 | 23.07.2019
RHP (3623)

გაგიკვირდება და წავიკითხე
და ვინმეს უკვირს ბრატ რო ფულისთვის თამაშობენ? 30 წლისაა რაც მოსაგები ქონდა მოიგო მათ შორის ერთი ფინალი პირადად (ჩემთვის სამწუხაროდ სხვა მიზეზებიც იყო ) ამის პირობების მისაღებად ხალხი ჩინეთში გარბის
თუ არ უნდოდათ რატო უფორმებდნენ ამხელა კონტრაქტს?
არამგონია რეალი ხელფასის ნაწილის გადახდის გარეშე გამოძვრეს ანუ სხვაგან გაუშვებს და ხელფასის ნაწილსაც თვითონ გადაუხდის ;დ

19:21 | 23.07.2019
Homer (196)

რეალი რო ზოგადად ძაღლებივით ექცევა თავის ფეხბურთელებს რაზეა ბაზარი

05:05 | 23.07.2019
Homer (196)

ნიხუია სებე რამდენი დამიწერია... თუ გეზარებათ - არ წაიკითხოთ

09:11 | 23.07.2019
jikha (947)

0.120869