სხვა

20:37 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფარიკაობა: მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული მოვლენები და განახლებული რეიტინგი

ხვალ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მედალი ვერ მოიპოვეს, უნგრეთში გამართული ჩემპიონატი ბევრი რამით იყო დასამახსოვრებელი.

- პირველად საქართველოს სახელით იასპარეზა ათმა მოფარიკავემ
- პირველად ექვი მოფარიკავე მოხვდა ძირითად ბადეში, საუკეთესო 64-ს შორის
- ბექა ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატებზე ინდივიდუალურ შეჯიბრში მეცხრედ იასპარეზა
- ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდათ ლაშა გალუაშვილსა და ნიკა შენგელიას
- სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი - მე-12 ადგილი გაიმეორა
- ლიკა ჯიჯეიშვილმა, თეოდორა კახიანმა და ლუკა ღაღანიძემ მსოფლიო ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს
- ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის რეკორდი დამყარდა, უნგრეთში 1071-მა მოფარიკავემ იასპარეზა

მსოფლიო ჩემპიონატის კვალად განახლდა ოლიმპიური რეიტინგი. დღევანდელი მონაცემებით, სანდრო ბაზაძე პირად პირველობაში, ორ საუკეთესო ევროპელს შორისაა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ოთხი საუკეთესო გუნდიდან, პლიუს ოთხივე ზონის საუკეთესო ნაკრებიდან ოლიმპიადაზე ოთხ-ოთხი მოფარიკავე იასპარეზებს.
საბოლოო შედეგები 2020 წლის 4 აპრილს გამოქვეყნდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.114709