ფეხბურთი

18:23 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "ჩემთვის ფული მთავარი არასდროს ყოფილა"

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა მატის დე ლიხტმა Voetball International-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მთავარი ფული არაა და იტალიაში სპორტული თვალსაზრისით გადავიდა.

როგორც 19 წლის ფეხბურთელმა თქვა, მის შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ სხვისი აზრი არ აინტერესებს.

„ყოველდღე ცრუ ინფორმაციები მესმოდა. მაგალითად, თითქოს „მანჩესტერმა“ ჩემს შეძენაზე იმიტომ თქვა უარი, რომ მამაჩემი ჭარბწონიანია და მომავალში მეც იგივე პრობლემა შემექმნებოდა.

ფული არასდროს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი არჩევანის თვალსაზრისით. ყველას თასისი აზრი აქვს, მაგრამ ზოგი ძალიან ზედაპირულად საუბრობს. მე არ მაინტერესებს რას ამბობენ სხვები, მთავარია, რა არის უკეთესი ჩემთვის“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვენტუსში“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ლონდონის „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მისი იტალიური დებიუტიც შედგა.

0.120055