უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენებისათვის დასრულდა.
შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, ხმალში ქალთა შორის გუნდურ ასპარეზობაში, ჩვენმა ნაკრებმა მეთექვსმეტედფინალში, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ რუსეთის ნაკრებთან 34:45 წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური