ფეხბურთი

14:20 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

საქართველოს ჩემპიონ თბილისის „საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ ბარიერს თუ გადალახავს, უნგრული „ფერენცვაროშისა“ და მალტური „ვალეტას“ წყვილში გამარჯვებულთან დაპირისპირება ელოდება.

ცნობისთვის, „ფერენცვაროშის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი იცავს.

„საბურთალო“ (საქართველო) / „დინამო“ (ხორვატია) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) / „ვალეტა“ (მალტა)

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წილისყრის დანარჩენი შედეგები ასეთია:

ჩემპიონთა ბადე

„კლუჟი“ (რუმინეთი) / „მაკაბი“ (ისრაელი) – „სელტიკი“ (შოტლანდია) / „კალჟუ“ (ესტონეთი)

„სუტიესკა“ (მონტენეგრო) / „აპოელი“ (კვიპროსი) – „დანდალკი“ (ირლანდია) / „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)

პაოკ (საბერძნეთი) – „აიაქსი“ (ჰოლანდია)

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) / „ჰიკი“ (ფინეთი) – „ნიუ საინტსი“ (უელსი) / „კოპენჰაგენი“ (დანია)

„მარიბორი“ (სლოვენია) / „აიკი“ (შვედეთი) – „ბატე“ (ბელარუსი) / „როსენბორგი“ (ნორვეგია)

არაჩემპიონთა ბადე

„ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) – „პლზენი“ (ჩეხეთი) / „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)

„კრასნოდარი“ (რუსეთი) – „პორტუ“ (პორტუგალია)

„ბრიუგე“ (ბელგია) – „დინამო“ (უკრაინა)

პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია) / „ბაზელი“ (შვეიცარია) – „ლასკი“ (ავსტრია)

აქვე გეტყვით, რომ „საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ მარცხის შემთხვევაში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სავარაუდო მეტოქის ვინაობა ცნობილია:

„არარატი“ (სომხეთი) / „ლინკოლნი“ (გიბრალტარი) – „საბურთალო“ (საქართველო) / „დინამო“ (ხორვატია)

სულ მალე გაირკვევა საჩხერის „ჩიხურასა“ და „დინამო თბილისის“ შესაძლო მოწინააღმდეგებიც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. წილისყრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები კი 6-7 და 13 აგვისტოს გაიმართება, ხოლო ევროპა ლიგის 8 და 15 აგვისტოს.

0.12257