კალათბურთი

14:05 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

LIVE 14:15 საათიდან – ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა

დღეს, თბილისის დროით 14:15 საათიდან სტარტს აიღებს კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა. სპეციალურ ღონისძიებას გერმანიის ქალაქი მიუნხენი უმასპინძლებს, მისთვის თვალის მიდევნება კი აქვე მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის პროცედურის დროს 32 ევროპული ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება და ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 24 ადგილისთვის იბრძოლებს. საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი ქვეყნებიც – გერმანია, ჩეხეთი, საქართველო და იტალია, თუმცა ამ ოთხეულს საკონკურსო პირობები არ ეხება და ევრობასკეტზე ჯგუფში ნებისმიერი ადგილის დაკავების შემთხვევაში გავლენ.

ორგანიზატორებს დაზუსტებული აქვთ, რომ 4 ჯგუფი დაკომპლექტდება I, IV, V და VIII კალათის გუნდებიდან, ხოლო კიდევ 4 ჯგუფს შეადგენენ II, III, VI და VII კალათის წარმომადგენლები.

საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერ–1 დეკემბერსა და 2021 წლის 15-23 თებერვალს. ყოველი ფანჯრის პერიოდში ნაკრებები ორ-ორ მატჩს ჩაატარებენ. თამაშები გაიმართება გასვლა–სახლის პრინციპით.

0.11224