ფეხბურთი

12:53 | 22.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა (+VIDEO)

ბრაზილიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ატლეტიკო მინეირომ“ „ფორტალეზას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2.

მასპინძლები უკვე მე-14 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით ახერხებდნენ მეტოქის ძლევას, მაგრამ სტუმრებმა ქულის გადარჩენა მაინც მოახერხეს.

საინტერესოა, რომ „ფორტალეზას“ ნახევარმცველმა ჟუნიონიომ ჯერ ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გახსნა მე-7 წუთზე, ხოლო 72-ე წუთზე პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საინტერესო ამ ამბაში ჟუნიონიოს მიერ საკუთარ კარისდალაშქვრაა, რისი გაკეთებაც არც მეტი, არც ნაკლები მოედნის ცენტრიდან მოახერხა...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065038