ფეხბურთი

0:40 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" მწვრთნელმა დაასახელა მიზეზი რატომ არ იყო ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში

ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ედუარდო დოკამპომ მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა კი, ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა თუ რატომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში:

„ფიზიკურად ამჟამად 90 წუთისთვის მზად არაა. თუმცა, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შედიან და გუნდისთვის სარგებელი მოაქვთ. თქვენ დაინახეთ, როგორ თამაშობს ცვლილებიდან“, - თქვა დოკამპომ.

შეგახსენებთ, კვარაცხელია „დინამოსთან“ მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა და გამარჯვების გოლის კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო. იქამდე კი, პირველ ტურში ასევე შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და გოლი გაიტანა. გარდა ამისა, „რუბინმა“ მოსკოვის „დინამო“ ბექა მიქელთაძის გოლით დაამარცხა და ისიც შეცვლაზე შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10925