ფეხბურთი

19:20 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის საგოლე პასი შვედეთში (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის მე-16 ტურში გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და „ესკილსტუნა“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე რობინ სოდერმა გაიტანა, რომელსაც გადაცემა ხარაიშვილმა გაუკეთა. მეტიც, შეიძლება ითქვას, გოლში ჩვენებურის უდიდესი წვლილი დევს, რადგან სოდერს ცარიელ კარში გაატანინა. აღნიშნულ მატჩში გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა.

„გიოტებორგს“ 16 თამაშში 29 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზე იმყოფება. ხარაიშვილს კი 15 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.128051