ფეხბურთი

19:45 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მე-14 ტური ქალთა ლიგის გათამაშებაში

დიდ შესვენებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშებას კვლავ თბილისის „ნიკე“ ლიდერობს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მე-14 ტურში მარტივად დაამარცხა ხაშურის „ივერია“, ანგარიშით 13:0. ამ შეხვედრაში 6 გოლი ნინო პასიკაშვილმა გაიტანა.

მეორე საფეხურზე მყოფმა „ლანჩხუთმა“ 3 გოლი გაუტანა „ნორჩ დინამოს“ და ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. 2 გოლი ამ მატჩში თამრიკო სალუქვაძემ გაიტანა.

მიმდინარე ქალთა ლიგის გათამაშებაში, პირველი ქულის აღება მოახერხა „ზარზმამ“, რომელმაც ფრედ 1-1 ითამაშა ხობის „კოლხეთთან“.

ერთბურთიანი უპირატესობით 3-2 დაამარცხა ქუთაისში, „მართვემ“ ბათუმის „დინამო“ და სამეულში ადგილის შესანარჩუნებლად საჭირო 3 ქულა აიღო.

მე-14 ტურის ბოლო შეხვედრა გორში გაიმართა. „გორი იუნაიტედმა“ დიდ ანგარიშით 7-1 ჩხოროწყუს „სამეგრელო“ დაამარცხა.

მე-14 ტურის შემდეგ, გათამაშებას კვლავ „ნიკე“ ლიდერობს. ბომბარდირთა დავაში კი, ლიდერი შეიცვალა. ახლა, გოლეადორების დავას, 29 გატანილი გოლით ნინო პასიკაშვილი ლიდერობს. თამრიკო სალუქვაძემ კი, მე-14 ტურის შემდეგ გატანილი 26 გოლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო, მე-15 ტური 26 ივლისს გაიმართება და ამის შემდეგ, ქალთა ჩემპიონატში 8 სექტემბრამდე შესვენება გამოცხადდება.

ქალთა ლიგა, 2 წრე, 14 ტური

ქსკ ნიკე - ქსკ ივერია 13-0 (5-0)

თბილისი, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი ბასა , 18:00

ქსკ ნიკე: კატერინა მიპლაშევიჩი, ნინო პასიკაშვილი, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, სოფიკო ნარსია (70’), ამალია ხანდაზიანი (46’) , ანასტასია ბოლქვაძე, ნათია დანელია, ლიზი მწყერაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, მაიკო ბებია (59’)

შეცვლა: 46’ ლალო ბაბაიანი, 59’ ანი აკობიძე, 70’ მაია ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, ცუხურკაიძე ლიკა, ნატო მაზიაშვილი (85’), ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, თამარ ყიზილაშვილი, თინიკო ზარიძე (65’), მარიამ ცისკარიშვილი, მარიამ გელაშვილი, მარი დოიჯაშვილი, სალომე გამრეკელი

შეცვლა: 65’ მარიამ გრიგალაშვილი, 85’ ნინო ავეტისოვი

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

გოლები: 3’/50’ ანასტასია ბოლქვაძე, 6’/16’/65’/68/75’/81’ ნინო პასიკაშვილი, 33’ ლიზი მწყერაშვილი, 35’ ანა ჯოჯუა, 47’ ნათია დანელია, 53’ გვანცა ქადაგიშვილი, 72’ მაია ხუციშვილი

მსაჯები: მამუკა სადილიანი (თბილისი), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი), ვიკა სახურია (ხობი)

ქსკ ზარზმა - ქსკ კოლხეთი 1-1 (1-1)

ახალციხე, მ. იაძის სახელობის სტადიონი, 18:00

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, ნათია კურტანიძე, ლიკა მარკოიძე, ნინო ზუმბაძე, ბელა ზაზაძე, ანი კვახაჯელიძე, ნილა ბლუაშვილი (90’), ანა ივანიძე, მარიამ ოთანაძე, ანა ბებნაძე (58’), ანა კირვალიძე

შეცვლა: 58’ მარიამ კაკალაშვილი 90’ თინათინ ბლუაშვილი,

მთავარი მწვრთნელი: ოთარ მაისურაძე

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამთა კემულარია, თამარ სვანიძე, სალომე თოდუა, მარი ჯანჯარია (38’), თათია ჟიშქარიანი, ანა პოღოსიანი, ანა წულაია, ნატა კვირკვაია, ნანა ბიგვავა (79’), მარიამ გოროზია~

შეცვლა: 38’ მანანა ვაშაკიძე, 59’ ლანა ჯიქია

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია

გოლები: 11’ ნანა ბიგვავა, 26’ ანა კირვალიძე

მსაჯები: ლევან ვაშაკიძე (ქარელი), გურამ ანიაშვილი (გორი), დემირ გოგოლაძე (ბორჯომი)

ქსკ ლანჩხუთი - ქსკ ნორჩი დინამო 3-0 (2-0)

ლანჩხუთი, ე. შევარდნაძის სახელობის სტადიონი, 18:00

ქსკ ლანჩხუთი: თათია გაბუნია (70’), ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, ირინა ხაბურზანია (86’), თამრიკო სალუქვაძე (86’), მარიამ დანელია, სალომე გასვიანი (55’), ხატია ჭყონია (70’), სალომე დიმოპულო (55’), მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე,

შეცვლა: 55’- ნინო გუჯაბიძე, თამუნა თავდიშვილი , 70’ - ლანა მჟავია, ნათია წოწერია, 86’ - ანა გობრონიძე, ინგა მიქელაძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

ქსკ ნორჩი დინამო: სვეტლანა გაბელია (62’), ელენე რაუხი, მეგი გოცირიძე, ნინო გურიელიძე, ანი მინაძე (62’), ელენე კახნიაშვილი, ანი ძაძუა (59’), ნადეჟდა ნაკვეთაური (68’), ეკატერინე ხარაიშვილი (73’), თამარ ეპიტაშვილი (46’), ნინო ჭუჭულაშვილი (81’)

შეცვლა: 46’ მარი ბეგიაშვილი, 59’ მარიამ ჯანიკაშვილი, 62’ - ლანა ქარდავა, სოფო ოსიაშვილი, 68’ მარინა გასუმოვა, 73’ ქეთევან სუხიაშვილი, 81’ ნინო ჯგუშია

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

გოლები: 32’/ 39’ თამრიკო სალუქვაძე, 66’ თეონა თოდაძე

მსაჯები: ირაკლი შენგელია, ვახტანგ რუხაია, ბეჟან ჩიგოგიძე (ყველა სამტრედია)

ქსკ მართვე - ქსკ დინამო ბათუმი 3-2 (2-0)

ქუთაისი, „ტორპედოს“ ბაზა, 18:00

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, მარიამ ჟორჟოლიანი, მარიამ ხარგელია, ანა ჯანელიძე, მარიამ შონია, თეონა სტურუა, თამთა ცაგურია (46’), ქეთევან ცაავა (52’), თამთა შენგელია, ანა სინატაშვილი, ლიზი კანდელაკიშვილი

შეცვლა: 46’ მადონა შალამბერიძე, 52’ ქეთევან ჩირგაძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ლიკა აბაშიძე, ლინდა ანთაძე, დარინა ანთაძე, ნათია თავართქილაძე, თამარ დოლიძე, გვანცა დოლიძე, ანა ხავთასი (63’), ლიზი დიასამიძე, ანა ჯიბლაძე, დარინა სელიმბა

შეცვლა: 63’ ხატია აბაშიძე

მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა აბაშიძე

გოლები: 7’/ 27’ თამთა შენგელია, 42’ ლიზი დიასამიძე, 55’ გვანცა დოლიძე, 63’ ლიზი კანდელაკიშვილი

გაფრთხილება: 52’ დარინა ანთაძე

მსაჯები: თორნიკე ხუბულური, ერიკ მერაბიანი (ორივე გორი), ზურაბ ასკაროღლი (ქარელი)

ქსკ გორი იუნაიტედი ქსკ სამეგრელო 7-1 (5-0)

გორი, პარკი არენა, 18:30

ქსკ გორი იუნაიტედი: მარი მელაძე, მედეა მუმლაძე (87’), მარიამ კილასონიძე (50’), ანა კულდონაშვილი, ეთერ სულაშვილი, ნატო კევლიშვილი (65’), მაია ნასყიდაშვილი, ნინო ჯანეზაშვილი, მარიამ ბასილაძე, თამარ ახობაძე, თამარ ბუდედაშვილი (90’)

შეცვლა: 50’ ნინო ჩანგელია, 65’ იზოლდა ბეთლემიშვილი, 87’ ლანა ომაძე 90’ სალომე ხუბულური

მთავარი მწვრთნელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

ქსკ სამეგრელო: სალომე ლაგვილავა, თამარ ახალაია, სოფო კვარაცხელია, მარინე კახიძე, თამარ მოდებაძე, ქეთი ქოქოლაძე, ილონა შენგელია, ანი გაბედავა, გვანცა პაპასკირი, ევლინა მანჯგალაძე,

მთავარი მწვრთნელი: ბადრი თოდუა

გოლები: 2’/81’ ეთერ სულაშვილი, 5’/33’/45’ ანა კულდონაშვილი, 31’ მაია ნასყიდაშვილი, 57’ ნინო ჩანგელია, 75’ მარინე კახიძე

გაფრთხილება: 85’ გვანცა პაპასკირი

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), გოდერძი ჩაგელიშვილი (თბილისი), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი)

www.gff.ge

თეგებიქალთა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119538