ფეხბურთი

13:05 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გარსიამ "ბილბაოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

33 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა რაულ გარსიამ "ბილბაოსთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. რაულის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო იქნება.

გარსია "ოსასუნას" აკადემიის აღზრდილია და 2007 წელს "ატლეტიკოში" გადავიდა. 2011/12 წლების სეზონში რაულმა "ოსასუნაში" იჯარის წესით იტამაშა, ხოლო 2015 წელს "ბილბაოში" გადავიდა. ბასკური გუნდის მაისურით ესპანელმა 329 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 45 გოლი და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11173