ფეხბურთი

1:29 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია ესპანურ გუნდში გადადის

„დინამო თბილისის“ შემტევი ლევან შენგელია სავარაუდოდ კარიერას ესპანეთში გააგრძელებს და ლა ლიგა 2-ის ბინადარ „კადისში“ ჩაირიცხება. აღნიშნულ ინფორმაციას Diariodecadiz-ი ავრცელებს.

როგორც წყარო წერს, 23 წლის ფეხბურთელის ესპანეთში გადასვლა მხოლოდ 31 აგვისტოს შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც შენგელიას „დინამოსთან“ კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალიე აგენტი გახდება.

იქამდე, ლევანი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ევროპა ლიგაზე დაეხმარება, სადაც „დინამოს“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ ელოდება დაპირისპირება.

აქვე გეტყვით, რომ შენგელიას აქამდე „დილაში“, „კოლხეთში“ ბელგიურ „ტუბიცესა“ და სამხრეთ კორეულ „დაეჯონში“ უთამაშია. მიმდინარე სეზონში კი კრისტალბეთ ეროვნუ ლიგაში 20 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126943