ფეხბურთი

1:01 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: "როდესაც "ბარსელონაში" გადასვლის ამბავი გავიგე, მამაჩემთან ერთად ტირილი დავიწყე"

კატალონიის „ბარსელონას“ ახალწვეული ანტუან გრიზმანი მადრიდულ გამოცემა Marca-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ბლაუგრანაში“ გადასვლის ამბავი მამამისისგან გაიგო, რის შემდგომაც ტირილი დაიწყო.

„მამაჩემს დავურეკე და სიხარულისგან ტირილი დავიწყეთ. ის უკვე იქ იყო და მან მითხრა, რომ ყველაფერი დასრულდა. მე მეგობრებთან ერთად ვიყავი ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ეს წარმოუდგენელი მომენტი იყო.

ვიცი, რომ „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები დამისტვენენ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. მათ ძალიან ვუყვარდი და როდესაც ვინმე ასეთ დროს მიდის, ეს მტკივნეულია. ეს სიტუაცია უკვე გამოვცადე, როდესაც „სოსიედადი“ დავტოვე, მათ წინააღმდეგ პირველი თამაში ადვილი არ ყოფილა. მაგრამ „სოსიედადი“ და „ატლეტიკო“ ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან, რადგან ძალიან ბევრი რამ მომცეს“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, გრიზმანი „ბარსელონაში“ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.129981