ჩოგბურთი

22:40 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს კვალიფიკაციის გამარჯვებულით დაიწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს კვალიფიკაციის გამარჯვებულით იწყებს. მსოფლიოს მე-16 ნომერს გასულ წელს მოგებული ტურნირის გამო 500 ქულა აქვს დასაცავი.

ბასილაშვილი ჰამბურგში მეოთხე ნომრადაა განთესილი. პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში ნიკოლოზი ხუან ლონდეროს და სალვატორე კარუზოს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ტურნირის პირველი ჩოგანი დომინიკ ტიმია, ხოლო მეორე ალექსანდრ ზვერევი. იმ შემთხვევაში თუ ქართველმა და გერმანელმა წარმატებით იასპარეზეს, ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.

გასულ წელს ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო და ტობიას კამკეს და იურგენ მელცერის ბარიერი წარმატებით გადალახა. ძირითად ბადეში ქართველმა ფილიპ კოშლრაიბერი, პაბლო კუევასი, პაბლო კარენო ბუსტა, ნიკოლას იარი და ლეონარდო მაიერი დაამარცხა. ფინალში ბასილაშვილმა არგენტინელი 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა და კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო. ნიკოლოზი ასევე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ATP-ის ტურნირზე იმარჯვა.

ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი 1,855,490 ევროა. გამარჯვებული 354,845 ევროს მიიღებს, ხოლო ფინალისტი 178,220 ევროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11563