ფეხბურთი

19:58 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: "მანჩესტერ იუნაიტედმა" 60 მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის სანაცვლოდ მილანის "ინტერის" მიერ შემოთავაზებულ 60 მილიონ ევროზე უარი თქვა. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ინგლისელებს სურთ 79 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლები არ მიიღონ, აღნიშნული თანხა ორი წლის წინ "წითელმა ეშმაკებმა" ბელგიელის სანაცვლოდ გადაიხადეს. ლუკაკუს ჯერჯერობით წინასასეზონო მიოსამზადებელ პერიოდში ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. "მანჩესტერის" რიგებში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე 96 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12767