ფეხბურთი

19:30 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" "ნაპოლის" თავდამსხმელი დაიმატა

"ნაპოლის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი კარლოს ვინისიუსი კარიერას ლისაბონის "ბენფიკაში" გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა "არწივებთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

ტრანსფერი "ბენფიკას" 17 მილიონი ევრო დაუჯდა და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. ვინისიუსი "ნაპოლიმ" გასულ წელს დაიმატა, თუმცა ჯერ ნახევარი სეზონით "რიუ ავეში" გაანათხოვრა, შემდეგ კი - "მონაკოში". ლიგა 1-ში კარლოსმა 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137563