ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო კიეზას გადაბირებით რომ გახლავთ დაინტერესებული, ძველი ამბავია. ახლა კი, იტალიური მედიის ცნობით, თავად ფეხბურთელიც საჯაროდ გამოთქვამს სურვილს იტალიის ჩემპიონს შეუერთდეს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, კიეზა ტურინელებთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებულია - 5 წლიან ხელშეკრულებაზე და სეზონში 5 მილიონ ევროზე თანახმაა.
მიუხედავად ამისა, „ფიორენტინა“ გუნდის ლიდერს ადვილად არ თმობს და ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ფედერიკო წელიწადში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, კიეზა 23 ივლისს „იების“ პრეზიდენტ როკო კომისოს შეხვდება და გუნდიდან გაშვებას ოფიციალურად თხოვს.