ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, კარიერას „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული გუნდის პრეზიდენტმა დანიელ ანგელიჩიმ დაადასტურა.
„მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში დანიელე ჩამოვა ბუენოს აირესში და 99%-ით „ბოკას“ ფეხბურთელი გახდება“, - თქვა ანგელიჩიმ.
როგორც იტალიური მედია წერს, დე როსი „ბოკა ხუნიორსთან“ 8-თვიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ დროის განმავლობაში ნახევარ მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ დე როსის მთელი კარიერა „რომაში“ აქვს გატარებული და „ბოკა“ მისთვის ახალი გამოწვევა იქნება.