უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 20 ივლისი საქართველოს დელეგაციისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.
ინდივიდუალური შეჯიბრის ძირითად ეტაპზე რაპირისტები ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ, ხმალში კი თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი გამოვლენ.
დღესვე გუნდური ასპარეზობა იწყება. ხმლით მოასპარეზე საქართველოს კაცთა ნაკრების (სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, ნიკა შენგელია) პირველი მეტოქე ავსტრალიის ნაკრებია, გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი არავის ეპარება, მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომელსაც პირველ ეტაპზე სინგაპურთან უწევს შეხვედრა.
გაგაცნობთ ქართველი მოფარიკავეების 20 ივლისის შეხვედრების განრიგი:
10:45 T64 თეოდორა კახიანი - პალინა კასპიაროვიჩი (ბელარუსი)
11:15 T64 ლიკა ჯიჯეიშვილი - ხიაოიე ჯია (ჩინეთი)
12:20 T64 ლუკა ღაღანიძე - ალაელდინ აბუელკასენი (ეგვიპტე)
12:20 T64 ლაშა გალუაშვილი - ჯუნ ჰეო (სამ.კორეა)
13:20 T64 საქართველო - ავსტრალია
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური