ფეხბურთი

0:30 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" მექსიკის ნაკრების მცველი დაიმატა

მექსიკის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ამერიკას" ყოფილი მცველი ედსონ ალვარესი კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს. როგორც ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "აიაქსმა" და "ამერიკამ" შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, ფეხბურთელი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ალვარესი "ამერიკას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. ასევე 2017 წლიდან ედსონი ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს და დღემდე 28 მატჩი აქვს ჩატარებული. ახალგაზრდა მცველმა მიმდინარე თვეში ოქროს თასი მოიგო, საკლუბო დონეზე კი მექსიკის ჩემპიონი და თასის მფლობელი თითო-თითოჯერ გახდა.

0.127299