ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო ოთარ კიტეიშვილმა. გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასზე „ანიფი“ ადვილად 4:1 დაამარცხა და ქართველი შემტევი გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.
კიტეიშვილი მოედანზე მე-80 წუთამდე იმყოფებოდა, ხოლო 30-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო, ხოლო 78-ე წუთზე ემეკა ეზეს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
აქვე გეტყვით, რომ ოთარმა „შტურმში“ სათამაშო ნომერი შეიცვალა და ამ სეზონიდან მე-10 ნომერი იქნება. „შტურმისთვის“ კი სეზონი უკვე დაიწყო. 25 ივლისს ევროპა ლიგაზე ნორვეგიულ „ჰაგესუნდს“ დაუპირისპირდება, 28 ივლისს კი, ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში „პოლტენს“ უმასპინძლებს.