კალათბურთი

23:30 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

LIVE – ევროპის U20 ჩემპიონატი: პორტუგალია v საქართველო

დღეს, 19 ივლისს, თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება წარმოდგენილ ბმულზე შეგეძლებათ, ჩვენ კი აღვნიშნავთ, რომ ნახევარფინალის 3 მონაწილე უკვე გარკვეულია: ჩეხეთი ბელგიას ეთამაშება, ხოლო პორტუგალია-საქართველოს შორის უკეთესი - რუსეთს.

შეგახსენებთ, რომ A დივიზიონის საგზურს B დივიზიონის 3 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

0.110946