ფეხბურთი

0:10 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "სიმეონე უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთელი იყო"

ერთი კვირა რჩება მადრიდული დერბის გამართვამდე, „რეალი“ და „ატლეტიკო“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ამხანაგურად გაეჯიბრებიან ერთმანეთს. „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კი თავისი კოლეგის, დიეგო სიმეონეს შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ არგენტინელი ბევრად უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთელი იყო.

„ეს იქნება ძალიან ლამაზი მატჩი გულშემატკივრებისთვის. ჩვენთვის კი ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა ესპანეთის დედაქალაქს კარგი იმიჯი შევუქმნათ.

სიმეონე? ის უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთელი გახლდათ. როგორც ფეხბურთელი, იყო ერთ-ერთი ძალიან ბევრი ფეხბურთელიდან, ახლა კი ლიდერია და ძალიან კარგად მუშაობს. უამრავი თვისებები აქვს და სამუშაოს თავს ყოველთვის კარგად ართმევს“, - აღნიშნა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი და სიმეოენ ერთი თაობის ფეხბურთელები იყვნენ და მწვანე მინდორზე მათი გზები არაერთხელ გადაკვეთილა. ახლა კი, უკვე სათადარიგო სკამიდან არიან ერთმანეთის მეტოქეები...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.128267