საქართველოს ნაკრების წევრი ჯაბა ჯიღაური კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ფრანგული „გრენობლის“ აწ უკვე ყოფილა ნახევარმცველმა ზღვისპირელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ჯიღაური „გრენობლში“ გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ საფრანგეთში ფეხი ვერ მოიკიდა და მხოლოდ 13 შეხვედრაში მიღო მონაწილეობა.
მანამდე კი „დინამო თბილისის“, „ჩიხურას“, „ვარდარისა“ და „ორდაბასის“ რიგებში უთამაშია.