სხვა

14:20 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰო კაკურიუს გაუთანაბრდა
გაგამარუმ მე-11 მარცხი განიცადა

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საზაფხულო ბაშოს მე-13 დღეს პირველი მარცხი განიცადა მონღოლმა იოკოძუნა კაკურიუმ, რაც ერთპიროვნული ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

“წერო დრაკონს” წარუმატებლობა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტომოკაძესთან შეემთხვა, რითაც კარგად ისარგებლა მისმა თანამემამულე – ასევე იოკოძუნა ჰაკუჰომ. “თეთრმა ფენიქსმა” აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა მიოგირიუსთან კოტენაგეთი იმარჯვა და თავი 12 მოგებას მოუყარა.
იოკოძუნებს 1 გამარჯვებით დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტერუცუოში ჩამორჩება, თუმცა, ძნელად სავარაუდოა, რომ მან “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლაში ჩაბმა მოახერხოს. უდიდესი ალბათობით, ჩემპიონის ვინაობა ბაშოს დასკვნით დღეს, მონღოლი გოლიათების ჯახში გაირკვევა.
სამწუხაროდ, კარგი არაფერი ისმის რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოდან, სადაც ქართველი სეკიტორი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ბრძოლას ბრძოლაზე აგებს. ჩვენებურს, ვინც ნაგოიას სუპერტურნირს დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით შეხვდა, აქტივში მხოლოდ მოგება აქვს, დღეს კი, დოჰიო დამარცხებულმა მეთერთმეტედ დატოვა.
გაგამარუს ამჯერად დასავლეთის მე-14 რეიტინგოსანმა კოტონოვაკამ აჯობა იორიკირით, ხვალ კი, გაგამარუ ძალებს დასავლეთის მე-6 ნომერ ტობიძარუსთან მოსინჯავს, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 1:4 მარცხდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111493