ფეხბურთი

12:16 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მილანს“ კორეას შეძენა სურს

„მილანის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „ატლეტიკოს“ მარჯვენა გარემარბის, ანხელ კორეას ტრანსფერზე მუშაობს. 24 წლის არგენტინელის ფასი დაახლოებით 55 მილიონი ევროა - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ვებ-გვერდი.

„მილანში“ დარწმუნებული არიან, რომ კორეას გადაბირებას შეძლებენ. სხვათა შორის, კორეას ინტერესებს ცნობილი პორტუგალიელი აგენტი, ჟორჟე მენდეში იცავს.

ამასთან, „როსონერის“ რიგები შეიძლება თავდამსხმელებმა - პატრიკ კუტრონემ და ანდრე სილვამ დატოვონ. შემტევების ყიდვა „ვულვერჰემპტონსა“ და „მონაკოს“ სურთ. მათი აგენტიც მენდეშია.

კორეა „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

0.14489