ფეხბურთი

9:05 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „კონტრაქტის დასრულებამდე არსად წავალ“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განაცხადა, რომ უყვარს თავისი გუნდი და კონტრაქტის დასრულებამდე, რომელიც 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, არსად წავა - გვამცნობს The Telegraph.

„კონტრაქტის დასრულებამდე არსად წავალ. ეს ჩემი სურვილია. საკმაო დრო გვაქვს ახალი ხელშეკრულების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ახლა ამის აუცილებლობა არ არსებობს. სამი წელიწადი საკმაო დროა.

კლუბის მფლობელებს ჩემი მუშაობა მოსწონთ, მე - მათი. მიყვარს ეს გუნდი და მთლიანად კონცენტრირებული ვარ „ლივერპულზე“ - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

გასულ სეზონში „ლივერპულმა“ მეორე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12694