ფეხბურთი

2:33 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვილია და მჭედლიშვილი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ

ქართული კლუბების დარად ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ლეგიონერებიც გაისარჯნენ.

გიორგი მჭედლიშვილის „ვენტსპილსი“ სტუმრად „ტუეტას“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო, მაგრამ ვინაიდან სახლში 3:0 ჰქონდა მოგებული, ბუნებრივია, შემდეგ ეტაპზე გავიდა. მჭედლიშვილმა ლატვიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს ვაკო გვილიას „ლეგიაც“. პოლონელებმა პირველი მატჩი გიბრალტარის „ევროპას“ ვერ მოუგეს (0:0), მაგრამ ვარშავაში მეტოქეს შანსი არ მისცეს და 3:0 სძლიეს. გვილიამ ამ მატჩში, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, 90 წუთი ითამაშა.

ცნობისთვის, „ვენტსპილსი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „გზირა იუნაიტედს“ შეხვდება, რომელმაც ხორვატიაში სასწაული მოახდინა, ხოლო გვილიას „ლეგია“ ფინურ „კუპსთან“ გაარკვევს ურთიერთობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122835