ფეხბურთი

22:20 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" ახალგაზრდა მეკარე დაიმატა

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ხიხონის" ყოფილი მეკარე დანი მარტინი კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს. როგორც სევილიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 21 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

დანი "ხიხონის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2018 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მარტინმა ცხრა მატჩი ჩაატარა, გაუშვა 14 გოლი და ორ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდში მესამე მეკარე იყო და მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111072