ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დაიკავა.
სანდრომ მეთექვსმეტედფინალში მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფ იტალიელ ლუკა კურატოლისთან 10:15 წააგო და თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა. სანდრო ბაზაძე 2017 წელს ლაიფციგშიც მე-12 ადგილზე გავიდა. 2013 წელს მან მსოფლიო პირველობაზე მე-16 პოზიცია დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ წლევანდელი ტურნირის მეთექვსმეტედფინალში არგენტინელი დი ტელა 15:7 დაამარცხა.
ვთქვათ ისიც, რომ ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრში არაერთი სიურპრიზი ვიხილეთ. საუკეთესო 16-ში ვერ მოხვდნენ: 4. არონ სზილაგი (უნგრეთი), 7. ჯუნჰო კიმი (სამ.კორეა), 8. ბოლად აპიტი (საფრანგეთი), 12. ფარეს ფერჯანი (ტუნისი), 14. ენრიკო ბერე (იტალია), 17. ალდო მონტანო (იტალია), 19. ჰანსოლ ჰა (სამ.კორეა), 20. ალი პაკდამანი (ირანი).