ფეხბურთი

11:44 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგმა“ ნკუნკუ იყიდა

„ლაიპციგმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, კრისტოფერ ნკუნკუს შეძენის შესახებ გამოაცხადა.

კლუბსა და 21 წლის შემტევს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ნკუნკუ „ლაიპციგში“ 2024 წლის ზაფხულამდე დაჰყოფს. ის მე-18 ნომრით ითამაშებს. სატრანსფერო თანხა არ საჯაროვდება, თუმცა ფრანგული მედია უკვე წერდა, რომ ნკუნკუ დაახლოებით 15 მილიონი ევრო ღირს.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის მაისურას მოვირგებ. ბევრი მსმენია „ლაიპციგის“ შესახებ და ვფიქრობ, მათი სტილი სწორედ საჩემოა. ზოგიერთ ფეხბურთელს პსჟ-დან ვიცნობ, ზოგს საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან. ამიტომ, წესით, მიჩვევა არ უნდა გამიჭირდეს.“ - განაცხადა ნკუნკუმ.

ნკუნკუ პსჟ-ის აღზრდილია და პარიზული კლუბის ღირსებას 2016 წლიდან იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117615