სხვა

0:40 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში სანიჩბოსნო სლალომის ოლიმპიური ცენტრი გაიხსნა

ტოკიოს რაიონ კასაიში 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იაპონიაში სანიჩბოსნო სლალომის პირველი ცენტრი გაიხსნა. დროებითი ტრიბუნები 7 500 მაყურებელზეა გათვლილი და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დემონტაჟი ჩაუტარდება.

"არხი საკმაოდ რთულია. ზოგან დინების წინააღმდეგ მოსმაა საჭირო. მიუხედავად ამისა, ის იდეალურია ასპარეზობათა ჩასატარებლად," - განაცხადა ერთადგილიან კანოეში რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა ტაკუია ჰანედამ, რომელსაც პირველს ერგო სლალომისტთა ტრასის გამოცდის პატივი.

სანიჩბოსნო სლალომის ცენტრი ერთ-ერთია იმ 8 ობიექტს შორის, რომლებლიც საგანგებოდ აიგო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის. ცოტა ხნის წინ ასევე ექსპლოატაციაში შევიდა მშვილდოსანთა სარბიელი იუმენოშიმას პარკში, სანიჩბოსნო არხი, სპორტული ცენტრი „მუსაშინო", სადაც უმასპინძლებენ შეჯიბრებებს ბადმინტონში და ფარიკაობაში.

www.geonoc.org.ge

0.114609