ფეხბურთი

13:18 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ ბონავენტურას კონტრაქტს გაუგრძელებს

„მილანის“ ხელმძღვანელობას ძალიან სურს ჯაკომო ბონავენტურას შენარჩუნება - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუიჯი დი მარციოს ვებ-გვერდი. „როსონერი“ 29 წლის ნახევარმცველს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის ზაფხულში გასდის.

ბონავენტურამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და შარშანდელი ოქტომბრიდან აღარ უთამაშია. გასულ სეზონში მან მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა შავ-წითელი მაისურით და 3 გოლი გაიტანა. „მილანში“ ის 2014 წლიდან თამაშობს.

0.115645