„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალსტებთან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისა და კლუბის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.
„ადრეც ვთქვი, რომ ამ ზაფხულს „ლივერპული“ აქტიური არ იქნება სატრანსფერო ბაზარზე. ასე ვიტყოდი - ბოლო ორ წელიწადში საკმაო ფული დავხარჯეთ. ზოგი ამბობს, რომ კიდევ 200 ან 300 მილიონს დავხარჯავთ, მაგრამ ამდენი ფულის გაღება მხოლოდ „სიტის“ და პსჟ- შეუძლოათ. კიდევ „რეალს“ და „ბარსელონას.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.
ამ ზაფხულს „ლივერპულმა“ მხოლოდ ჰოლანდიური „ზვოლეს“ 17 წლის მცველი, სეპ ვან დენ ბერგი შეიძინა. ასევე „წითლებს“ მალე 16 წლის ფულემელი შემტევი, ჰარვი ელიოტი შეუერთდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია