ფეხბურთი

2:52 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაშია: "ზაგრების "დინამო" ძლიერი გუნდია, მაგრამ "საბურთალოს" გამარჯვება შეუძლია"

საქართველოს ჩემპიონ თბილისის „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ „შერიფის“ ბარიერის დაძლევის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კაშიამ შეაფასა, როგორც მოლდოვის ჩემპიონთან გამართული ორივე მატჩი, ასევე მომავალი მეტოქის, ზაგრების „დინამოს“ შესახებ გააკეთა კომენტარი:

„პირველ რიგში მადლობა მაყურებელს გვერდში დგომისთვის. ეს ჩავარდნა ნამდვილად არ ვიცი რისი ბრალი იყო, მაგრამ მეტოქეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა. საკმაოდ ძლიერი გუნდია და უფრო პირველ თამაშზე ვერ შეგვაფასეს სათანადოდ. იყო ჩავარდნები ჩვენს თამაშში, ალბათ ფსიქოლოგიური მომენტიცაა, სტუმრად 3:0 გვქონდა მოგებული და ყველაფერი დამთავრებულად ჩათვალეს. მუდმივად ვეუბნებოდით, რომ დამთავრებული კი არა, საპასუხო მატჩში იყო ყველაფერი დასამათვრებელი და მოლდოვაში მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და შესვენების შემდეგ ვიხილეთ სრულიად სხვა გუნდი, რომელმაც ძალები მოიკრიბა. მადლობა ამისთვის მწვრთნელებს და პირველ რიგში ფეხბურთელებს, რომლებმაც ძალები არ დაზოგეს და ყველაფერი გააკეთეს.

ზაგრების „დინამო“ მაღალი დონის გუნდი, ინფორმაციები მოძიებული ჩვენ უკვე გვქონდა, კომუნიკაცია ნამდვილად არ ჭირს. თუმცა, იმ თამაშით, რომელიც „საბურთალომ“ ტირასპოლში აჩვენა და შეუძლია, არც ეს ბარიერია დაუძლეველი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში კაშიამ.

შეგახსენებთ, „საბურთალო“ – „დინამოს“ პირველი მატჩი 23 ივლისს თბილისში შედგება, ხოლო საპასუხო ერთი კვირის შემდეგ ზაგრებში.

0.111873