უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში. რაპირით მოასპარეზე ორივე ქართველმა მშვენივრად ჩაატარა წინასწარი ეტაპი და შაბათს, 20 ივლისს ძირითად ბადეში, 64 საუკეთესოს შორის იასპარეზებენ.
T64 - 12:20 ლუკა ღაღანიძე - ალაელდინ აბუელკასენი (ეგვიპტე)
T64 - 12:20 ლაშა გალუაშვილი - ჯუნ ჰეო (სამ.კორეა)
Pre.T 64 ლაშა გალუაშვილი - მოჰამედ სამანდი (ტუნისი) 15-12
Pre.T128 ლაშა გალუაშვილი - ხუან სებასტიან უნდა (მექსიკა) 15-6
ცნობითვის, ლუკა ღაღანიძემ ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები 100% შედეგით პირდაპირ მოიპოვა ადგილი ძირითად ბადეში.
ხმალში ქალებს შორის შეჯიბრში თეოდორა კახიანმა და ლიკა ჯიჯეიშვილმა წარმატებით გაიარეს წინასწარი ეტაპი და 20 ივლისს ძირითად ბადეში, 64 საუკეთესოს შორის ვიხილავთ.
T64 10:45 თეოდორა კახიანი - პალინა კასპიაროვიჩი (ბელარუსი)
T64 11:15 ლიკა ჯიჯეიშვილი - ხიაოიე ჯია (ჩინეთი)
Pre.T64 თეოდორა კახიანი - ალიონა ვორონინა (უკრაინა) 15-10
Pre.T64 ლიკა ჯიჯეიშვილი - მარია ანჟელიკა ბლანკო ნარვაესი (მესიკა)15-7
დარია ანტონოვა ჯგუფიდან ვერ გავიდა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური