ფეხბურთი

21:40 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" იტალიელი მცველი გაიფორმა

იტალიურმა „რომამ“ ბერგამოს „ატალანტადან“ ნიჭიერი მცველი ჯანლუკა მანჩინი დაიმატა. როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელი ფეხბურთელი დედაქალაქში დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო 2020 წლის ზაფხულში მისი გამოსყიდვა შესაძლებელი იქნება.

მანჩინი საფეხბურთო კარიერა „პერუჯაში“ დაიწყო, საიდანაც 2017 წელს „ატალანტაში“ აღმოჩნდა. ბერგამოელთა რიგებში 23 წლის ცენტრალურმა მცველმა გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

იტალიის ნაკრებში მანჩინის დღემდე 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული, "რომაში" კი კოსტას მანოლასის შემცვლელად განიხილება, როემლიც ცოტა ხნის წინ "ნაპოლიში" გადავიდა.

0.114252