NBA-ს 5-გზის ჩემპიონს დენის როდმანს სურს ჩრდილოეთ კორეაში ვრესტლინგის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. როდმანი აპირებს WWE-ის მსგავსი ვრესტლინგის ფედერაციის შექმნას. ამ ინფორმაციას პორტალი sport1.de ავრცელებს.
ბოლო წლებში ამერიკელი კალათბურთელი ხშირად სტუმრობდა ჩრდილოეთ კორეას და მის ლიდერს კიმ ჩენ ინის. როდმანმა ჩრდილოეთ კორეაში NBA-ს ვეტერანებთან ერთად ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.