ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საჩხერის „ჩიხურა“ ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ უმასპინძლებს.
პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ საჩხერელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს და საკმაოდ კარგ სიტუაციაში იმყოფებიან.
დღევანდელი მატჩი კი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო გუნდების სასტარტო შემადგენლობები ასეთია:
„ჩიხურა“ (4-3-3): ჰამზიჩი; კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე; ჩიხლაძე, კაშია, სარდალიშვილი; დეკანოიძე, ფანცულაია, არდაზიშვილი
„ფოლა ეში“ (4-1-4-1): კაბრალი; მერში, კლეინი, ბერნარდი, საკრასი; ბრუნო ფრერე; კორალი, სინანი, მუჰარემოვიჩი, სეიდი; კარონი
მსაჯი: დრაგან პეტროვიჩი (ბოსნია)